სტამბოლის “გალათასარაის” ძველ-ახალი მწვრთნელი ჰყავს – ფათიჰ თერიმი. აღნიშნული ინფორმაცია თურქული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. თურქმა სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე ხორვატი იგორ ტუდორი შეცვალა, რომელიც 3 დღის წინ გაათავისუფლეს.
ფათიჰ თერიმის კარიერის საუკეთესო წლები სწორედ “ლომებს” უკავშირდება. “გალათასარაის” მან 6-ჯერ მოაგებინა თურქეთის ჩემპიონატი, 3-ჯერ თასი, 2-ჯერ სუპერთასი და ერთხელ უეფას თასი. 64 წლის მწვრთნელი ბოლოს თურქეთის ნაკრებს ედგა სათავეში, რომელიც სკანდალის ფონზე დატოვა.
რაც შეეხება “გალათასარაის” – სუპერლგაში 16 ტურის შემდეგ მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს “ფენერბახჩესთან” ერთად და ლიდერ “ბაშაკშეჰირს” ქულით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ თერიმი "გალას" 1996-2000, 2002-2004, 2011-2013 წლებში წვრთნიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ალბათ ყველაზე მეტი გოლი აქ გატანილი ამ სეზონში
საშუალო დონის გუნდისგან გასაკვირი შედეგია
ეს მონაკო არ ვიცი ძმაო გუნდს ასე დაგინებულზე 3 გოლი გაქონდეს ყველგან საღოლ რა.ეხლა ყველა იმას ოცნებობს მონაკო შემხვდებოდესო და ესენი ფინალს დადებენ გული მიგრძნობს.
მეც ეგრე ვფიქრობ რომ ლიგას მოიგებენ!