ჩოგბურთი

20:42 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბარტოლი ჩოგბურთს უბრუნდება 

უიმბლდონის 2013 წლის ჩემპიონი მარიონ ბარტოლი საჩოგბურთო კარიერის განახლებას აპირებს.

“ჩოგბურთში ვბრუნდები. ჩემთვის ძალიან დიდი ტესტი იქნება, ძალიან ბევრი ვარჯიში მომიწევს და იმედია, 2018 წლის მარტის თვეში “მაიამის მასტერსის” ტურნირზე მონაწილეობას მივიღებ. მოუთმენლად ველოდები როდესაც კორტზე გავალ. ჩემო გულშემატკივრებო, თქვენი დასმარება დამჭირდება. მინდა ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე ვითამაშო და ასევე ფედერაციის თასი მოვიგო”- განაცხადა ბარტოლიმ.

ახლა მარიონ ბარტოლი 33 წლისაა. ფრანგმა 2013 წელს უიმბლდონის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ტრავმები აწუხებდა და დასვენება სჭირდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095254