ფეხბურთი

21:26 | 21.12.2017 | ნანახია 2465 - ჯერ

ინიესტა: “რეალის” დასამარცხებლად გადამწყვეტი ორი ფაქტორი იქნება”

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა მოახლოებულ “ელ კლასიკოს” შესახებ საუბრობს. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, “რეალის” დასამარცხებლად ორი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვებისთვის ორი რაღაც არის საჭირო – ბურთის მაქსიმალური ფლობა და თამაშის კონტროლი, რომ ჩვენს კართაც საფრთხეები შევამციროთ. ვფიქრობ, ეს თამაში გადამწყვეტი არაა და ამაზე საუბარი შეცდომაცაა. ჯერ მხოლოდ დეკემბერია და “ატლეტიკოს” 6 ქულით ვუსწრებთ.

ჩემპიონთა ლიგა? – ჩემი ოცნებაა, რომ კიევის ფინალში ვითამაშოთ, მაგრამ იქამდე ძალიან ადრეა. “ჩელსის” სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს”, - განაცხადა ინიესტამ.

“რეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრა შაბათს, 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:0 საათზე გაიმართება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 22.12.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ბურთის მაქსიმალური ფლობა და თამაშის კონტროლი ერთი და იგივე არ არის, პრაფესორჯან ?

18:01 | 22.12.2017
O. Mertskhali (8101)

მთლად მასეც არაა საქმე, კორბენჯან: "ჩვენს კართაც საფრთხეები შევამციროთ" - უფრო გამომდინარეობს მოწინააღმდეგის ქმედებების ჩახშობიდან - ანუ 'ჩვენთვის' სასურველი მიმართულების მიცემიდან, ვიდრე, უბრალოდ, ბურთის ფლობიდან ... თუ შენ ბარსელონას ფეხბურთელების გაღადავების ხასიათზე ხარ, კლასიკოს წინ ... თუმცა, აქ ალბათ უნდა ეწეროს, 'ბურთის, რაც შეიძლება უფრო მეტად ფლობა'

18:11 | 22.12.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

კრუიფის ფილოსოფიაა - თუ ბურთი შენ გაქვს, მოწინააღმდეგე შენს კარს ვერ დაემუქრება.
ბარსას ეს არ ესწავლება. გვარდიოლას დროს ბურთის ტოტალური ფლობა ჰქონდათ და უიშვიათესად აგებდნენ - თამაშსაც აკონტროლებდნენ და შედეგსაც.

18:24 | 22.12.2017
O. Mertskhali (8101)

კი, მესმის კორბენ, მარა მასე, ხომ იცი, რაიო ვალეკანოც მაგრად აკონტროლებდა ბურთს (მგონი, ბარსასაც კი აჯობა ერთხელ), მარა... სწორედ ის იშვიათი შემთხვევა დაუდგებათ რეალისნაირ გუნდთან თუ 'ჭკვიანად არ იყვნენ': ანუ, ჩემი აზრით, აქ უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებენ, მაშინ როცა უბურთოთ იქნებიან ან უფრო სწორედ, მაშინ როცა ბურთს დაკარგავენ

12:57 | 22.12.2017
gogga78 (901)

რაიყო ასე ადრე, ხაშია?

0.11675