მიუნხენის “ბაიერნმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პირველი ფეხბურთელი დაიმატა. როგორც გერმანიის ჩემპიონის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, “ჰოფენჰაიმის” თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი იანვრიდან “ბაიერნის” ღირსებას დაიცავს.
30 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მიუნხენში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება. “რეკორდმაისტერში” ვაგნერი ლევანდოვსკის დუბლიორად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პოლონელმა რამდენჯერმე დაიჩივლა, შემცვლელი მჭირდება, დასვენება საერთოდ არ მიწევსო.
სანდრო ვაგნერი “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილია და 2007-2008 წლების სეზონში ბუნდესლიგაში 4 შეხვედრაც ამ გუნდის მაისურით ჩაატარა. თუმცა, მას შემდეგ სხვა გუნდებში უწევდა თამაში - “ვერდერი”, “კაიზერლსაუტერნი”, “ჰერტა”, “დარმშტადტი” და 2016 წლიდან “ჰოფენჰაიმი”.
მიმდინარე სეზონში ვაგნერმა ყველა ტურნირის ჩათვლით 17 თამაშში 6 გოლი გაიტანა. 30 წლის ფორვარდს გერმანიის ნაკრებში 7-ჯერ უთამაშია და 5 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ, ესპანური გუნდების დადჟმული ვეღარ ჩამოიწმინდეს...

ყავისფერი ლაქებითაა ლოგო სავსე
ტიპი ბუნდეს ლიგაში თამაშობს და დავიღალეო შემცვლელი არ მყავსო, ეს რო პრემიერ ლიგაში თამაშობდეს წარმომიდგენია რას იტყოდა
ანუ ბუნდესლიგაში ფეხბურთელი არ შეიძლება იღლებოდეს? რა საოცარი რეპლიკაა. ბუნდეს ლიგაში კი არა ესტონეთის ჩემპიონატშიც დაიღლება. შრომა შრომაა. შენ თუ გგონია რომ ინგლისის პრემიერ ლიგაზე ნაკლებს დარბიან ბუნდესლიგაში, შორს ყოფილხარ ობიექტურობისგან.
ეგ კედელი დაბომბილი ემბლემით სად ნახეს ?!
ეგ 30 წლის ამწეკრანი რაღა შემცვლელია, ეს მანამ 5 გაიტანს სეზონში, ლევანას 10 წუთში აქვს შესრულებული...
მოკლედ ბავარია ქარიზმა იგროკების გარეშე დარჩება მალე, შემდეგ სეზონში უფრო დასუსტდება...
ეგ ცნობილი კედელია. მანდ ხდება ხოლმე ფოტოების გადაღება. ხელოვნების ნიმუშია.
კაცია და გუნება, მაგრამ რატო ორი? აი შ.იG აქვსო რომ ვთქვა... უადგილოა ?
ვაგნერი არის. გოეთე და ჰაიდეგერი გვაკლია ახლა.
აქამდე ფრანგი მცველი გალასი თამაშობდა არსენალში 10 ნომრიანი მაისურით,ახლა ესეც შეემატა :
სალუქვაძე იყო 9 ნომერით რუბინში
ძალიან კარგი იყო როდესაც ფეხბურთელებს პოზიციის მიხედვით ეცვათ მაისურები
სულ გამოსლევდნენ ეს ჩემისებიი
2 ნომით ფორვარდი რა უბედურებაა
ფორვარდი და 2 ნომრიანი მაისური? :