ფეხბურთი

17:16 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა რონალდუს დრო დაუთქვა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და გუნდის ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ კონტრაქტის ფინანსური მხარის გადახედვის დროზე შეთანხმდნენ.

Cope-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელი და პორტუგალიელი ფეხბურთელი ხელშეკრულების ფინანსურ საკითხს მიმდინარე სეზონის ბოლოს განიხილავენ.

როგორც ცნობილია, რონალდუ უკმაყოფილოა იმით, რომ ლიონელ მესიზე და ნეიმარზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. პორტუგალიელი, რომელმაც ახლახან მეხუთედ მოიპოვა “ოქროს ბურთი”, მიიჩნევს, რომ სულ მცირე იმედენს უნდა უხდიდნენ, რამდენსაც “ბარსელონაში” მესი გამოიმუშავებს. არგენტინელის ანაზღაურება, კატალონიელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.

0.123156