“საბურთალოს” ბენდელას სტადიონზე აფხაზეთში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი მიმდინარეობს – რიგით 28-ე. არაუმეტეს 2006 წელს დაბადებულთა გუნდები თამაშობენ, ანუ 11-წლამდელები. 16 გუნდი გამოდიოდა, ჯგუფური ეტაპი დასრულდა და რვა მეოთხედფინალისტი დარჩა.
22 დეკემბერს გაიმართება ოთხივე მეოთხედფინალი:
1) 15:00. ყარაბახი – რუსთავი
2) 15:00. დინამო – საბურთალოს სკოლა
3) 16:30. საბურთალო – საბურთალო-2007
4) 16:30. ირანის საფეხბურთო აკადემია – ლოკომოტივი
ნახევარფინალში, პირველი წყვილის გამარჯვებული მესამეში მოგებულს შეხვდება, მეორე წყვილში გასული კი – მეოთხეში გასულს. 23 დეკემბერს ნახევარფინალები გაიმართება, 24-ში – მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.
როგორც ხედავთ, “საბურთალოს” სამივე გუნდი გავიდა მეოთხედფინალში: 2006 წელს დაბადებულთა პირველი და მეორე გუნდები, ასევე 2007 წელს დაბადებულებიც.
გასულია ორივე სტუმარი გუნდი: აზერბაიჯანის “ყარაბახი” და ირანის საფეხბურთო აკადემია.
ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი გამორჩეული თამაში სწორედ თბილისის “დინამოსა” და “ყარაბახს” შორის გაიმართა. აზერბაიჯანელები იგებდნენ და დინამოელებმა ბოლო ხუთ წუთში მოახერხეს გარდატეხის შეტანა – 2:1.