მთელს დუნიაზე სახელგავარდნილ შხვარ ბრაზილიელ მოდელთა შორის, ორი ვინმეა გამორჩეული და უპირველესი. ერთი გახლავთ უბერებელი ადრიანა ლიმა, რომელმაც უკვე კაიხანია დაიგდო მსოფლიოში ულამაზესი ქალის სახელი. მეორე კი ჟიზელ ბუნდჰენია, რომლის ხსენებაზეც მამრნი გულიდან დარდიან ამოოხვრებებს სჩადიან.
იყო დრო, როდესაც სენიორიტა ჟიზელი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად ითვლებოდა და “პენტაკამპეონთა“ დიდებულოი იმიჯს ეს ქალი კიდევ უფრო აციალებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბუნდჰენის ქალმა საპოდიუმე ფიცარნაგზეც წარმატებულად იგოგმანა, თავად თქვა უარი თილისმის სტატუსზე და ოდენ რიგითი ქომაგის წოდებას დასჯერდა.
ჟიზელ ბუნდჰენის გადაწყვეტილება იშვიათი თუნდაც იმის გამოა, რომ ყველა ლამაზმანი სწორედ ამგვარი სტატუსის რაგინდარა გზებით მოპოვებისკენ მიილტვის და განა ბევრი იტყვის უარს თილისმობაზე. მაგრამ, ბუნდჰენი როგორც ჩანს სულ სხვა “ნესტრითაა ნაჩხვლეტი“. მთელი მარილიც სწორედ ამ “ნესტარშია“.