ევროლიგის XIII ტურში, ესპანურ დერბში გამარჯვება მოიპოვა მალაგას “უნიკახამ”. ანდალუზიელებმა სტუმრად “ბარსელონას” სძლიეს 90:83.
“უნიკახა” თითქმის მთელი თამაში მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც ლიდერობდა და საბოლოოდ ლოგიკურადაც გაიმარჯვა.
სტუმართა სასტარტო ხუთეულში ისევ არ ყოფილა გიორგი შერმადინი, რომელიც ბოლო დროს პარკეტზე ბევრ დროს ნამდვილად არ ატარებს. გიორგიმ ამჯერზე მხოლოდ 12:01 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 4 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 ჰქონდა.
“უნიკახას” 13 ტურის თავზე 5 მოგებითა და 8 მარცხით მე-11 ადგილი უკავია. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 22 დეკემბერს, სტუმრად “ოლიმპია მილანოსთან” ითამაშებენ.