ფეხბურთი

21:50 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" იკარდის გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ შესაძლოა "ინტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს იანვარში შეხვდება და მხარეები ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებას დაიწყებენ.

მილანელები მზად არიან სამხრეთამერიკელს ხელფასი 4.5-დან 7 მილიონ ევრომდე გაუზარდონ. ასევე კონტრაქტის ვადა 2021 წლიდან 2023 წლამდე გახანგრძლივდება, ხოლო 24 წლის მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 110 ნაცვლად 130 მილიონი ევრო გახდება. "ინტერის" ხელმძღვანელობის ასეთი ნაბიჯი მადრიდის "რეალის" აქტიურობას უკავშირდება, რომელსაც იკარდის შეძენა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს.

მაურო "ინტერში" 2013 წელს "სამპდორიადან" გადავიდა, მას შემდეგ ჩატარებულ 164 მატჩში კი 95 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

0.103931