მოახლოებულ “ელ კლასიკოში” მადრიდის “რეალის” ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
Football Espana-ს ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს “გრემოისთან” მოგებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის (1:0) შემდეგ ფეხის კუნთი აწუხებს და გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს.
რონალდუ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში თამაშს.
მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” 23 დეკემბერს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” უმასპინძლებს.