სხვა

17:56 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისმაც მოიგო და ბათუმმაც

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ორი მატჩი გაიმართა. ქუთაისის სპორტის სასახლეში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 50-30 მოუგო სამტრედიას, ქუთაისმა დაამარცხა წყალტუბო, 42-28. ხვალ ბათუმი და ქუთაისი მეტოქეებს გაცვლიან, ზეგ კი ერთმანეთში გამართავენ მეშვიდე ტურის მთავარ მატჩს, რომლის შემდეგაც გაირკვევა ლიდერთა მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ.

პირველი დღის წყვილებს სხვადასხვა სატურნირო ამოცანა აქვთ. ქუთაისი და ბათუმი ჩემპიონობისთვის იბრძვიან, სამტრედია და წყალტუბო კი ცხრილის ქვედა ნახევარში არიან.

2014 წლის საქართველოს თასის მფლობელი და 2015-2016 წლების ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, სამტრედიის გუნდი, ბოლო ორი სეზონია, ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის. ასევე ჭაბუკთა გუნდია წყალტუბო. ჯერჯერობით ისინი ბოლო ადგილისთვის თავის ასარიდებლად იბრძვიან, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ორივე კლუბს აქვს რამდენიმეკაციანი წარმომადგენლობა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში, რომელსაც წლეულს ევროპის ჩემპიონატი უწევს საკუთარ არენაზე, თელავში.

ჯერჯერობით 12 ქულით ლიდერობს წინა სეზონის ჩემპიონი, თელავის იმედი, თუმცა, ბათუმსა და ქუთაისს 2-2 თამაში მარაგში აქვთ.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

5-7 ტურები, დასავლეთი. 20-23 დეკემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

20 დეკემბერი

ბსბ ბათუმი - სამტრედია 50-30

ბათ: ცერცვაძე, ვარშალომიძე - ხაჟომია 14, აბრამიშვილი 8, ბულბულაშვილი 7, გოგოლაძე 6, სურმავა 5, სტურუა 5, წივწივაძე 2, მჟავანაძე 2, ი. თევზაძე 1, ქარდავა, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი

სამ: შველიძე - ძნელაძე 13, გაგუა 7, ხომერიკი 4, ნადირაძე 3, ცეცხლაძე 1, დ. თევზაძე 1, ადამია 1, ხონელიძე, მანაგაძე

მსაჯები: თამაზ კევლიშვილი - ნიკოლოზ კევლიშვილი

ქუთაისი - წყალტუბო 42-28

ქუთ: მაისურაძე, ანდრიაძე - გამზარდია 8, სიმონია 5, ჩიხლაძე 5, გოგალაძე 5, მათნაძე 4, მერკვილაძე 4, რუსტამოვი 4, ლომიძე 3, კბილაშვილი 2, კობახიძე 2, გ. ფერაძე, ჭელიძე

წყ: ხაჭაპურიძე, აფხაძე - ხელაძე, 9, სილაგაძე 6, გ. გველესიანი 5, მ. გველესიანი 4, მეტონიძე 3, ჯიმშელეიშვილი 1, კუხალაშვილი, შვანგირაძე

მსაჯები: ადამ ბირო - ოლივერ კიში (უნგრეთი)

ტექნიკური დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

------------------------თ--მ--ფ--წ------ბ------ქ

იმედი თელავი-----7—6—0—1--224-199--12

BSB ბათუმი---------5—5—0—0--199-138--10

ქუთაისი-------------5—4—0—1--188-147---8

პეგასი----------------7—4—0—3--262-228---8

გორი-----------------7—3—0—4--233-255---6

სტუ-ქარიშხალა----7—2—0—5--206-217---4

წყალტუბო-----------5—0—0—5--149-206--0

სამტრედია----------5—0—0—5--120-190--0

21 დეკემბერი

13:00 წყალტუბო - ბსბ ბათუმი

15:00 ქუთაისი - სამტრედია

22 დეკემბერი

13:00 სამტრედია- წყალტუბო

15:00 ბსბ ბათუმი - ქუთაისი

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095459