ფეხბურთი

16:19 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

როსიცკიმ კარიერა დაასრულა

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. 37 წლის ჩეხმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

“ფეხბურთის თამაში ისევ ძალიან მინდა, მაგრამ ჩემი სხეული დატვირთვებს ძველებურად ვეღარ უმკლავდება. მატჩებისთვის მომზადება უფრო და უფრო რთული გახდა. შესანიშნავი კარიერა მქონდა და ყველაფერი ახლა რომ იწყებოდეს, ამ გზას ისევ სიამოვნებით გავივლიდი” - განაცხადა როსიცკიმ.

ტომაშ როსიცკიმ კარიერა 1998 წელს პრაღის “სპარტაში” დაიწყო. 2001-2006 წლებში დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას იცავდა, მომდევნო 10 წელი კი ლონდონის “არსენალში” გაატარა, საიდანაც 2016 წელს მშობლიურ “სპარტას” დაუბრუნდა. საკლუბო დონეზე 470 მატჩი ჩაატარა, 58 გოლი გაიტანა და 70 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 2000-2016 წლებში ჩატარებულ 105 მატჩში მის ანგარიშზე 23 გოლია.

0.11722