ფეხბურთი

14:13 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერელები გაბრიელ ჟეზუსს ხელფასს უორმაგებენ

“მანჩესტერ სიტის” 20 წლის შემტევი გაბრიელ ჟეზუსი უახლოეს პერიოდში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს “სიტისთან” ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, კლუბის ხელმძღვანელებს სურთ მას კარგი თამაში ასე დაუფასონ.

კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ახალგაზრდა მოთამაშეს ხელფასი გაუორმაგდება - კვირაში დაახლოებით 150 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რასაც ცალკე ბონუსები დაემატება. ახალი ხელშეკრულება 2023 წლამდეა გათვლილი.

“მანჩესტერ სიტიმ” გაბრიელ ჟეზუსი ერთი წლის წინ “პალმეირასიდან” შეიძინა. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგის 16 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.117715