კალათბურთი

12:19 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილოუკმა” “კლივლენდი” დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი მატჩი გაიმართა.

დღის ცენტრალური შეხვედრა მილოუკში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი “ბაქსი” “კლივლენდს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თამაშის დასრულებამდე 6 წამით ადრე “მილოუკი” 2 ქულას იგებდა, ბურთი კი ლებრონ ჯეიმსს უნდა აეღო, რა დროსაც იანის ადენტოკუმპომ “მეფეს” ბურთი მოპარა და ორქულიანი ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა 39 ქულა მიითვალა. იანის ადეტოკუმპომ გუნდს 27 ქულა, 14 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა.

“ვაშინგტონმა” შინ “ნიუ ორლეანი” 116:106 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ენტონი დევისმა 37 ქულა ჩააგდო და დემარკუს კაზინსმა ორმაგი დუბლი შეასრულა (26 ქულა, 13 მოხსნა), ნიუ ორლეანელები მაინც დამარცხდნენ, რადგან “ვაშინგტონმა” უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა, ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 ქულა და მეტი ჩააგდო. მათ შორის ყველაზე მეტი, 26 ქულა ბრედლი ბილის ანგარიშზეა.

“ფილადელფია” – “საკრამენტო” 95:101 (27:30, 30:18, 21:23, 17:30)

https://www.youtube.com/watch?v=DdJ9z4S8Xd4

“ვაშინგტონი” – “ნიუ ორლეანი” 116:106 (36:19, 25:36, 32:15, 23:36)

https://www.youtube.com/watch?v=0T7gawnLddA

“მილოუკი” – “კლივლენდი” 119:116 (30:34, 39:24, 29:25, 21:33)

https://www.youtube.com/watch?v=9ZsdhHCgW-0

თეგებიNBA
0.150026