ფეხბურთი

10:55 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ლოგო, ფერი, სლოგანი – "გაგრას" რებრენდინგი

საფეხბურთო კლუბ "გაგრას" ახალი ლოგო, ფერი და სლოგანი აქვს. კლუბის ახალი ფერი მუქი ლურჯი იქნება, რაც შავ ზღვასთან ასოცირდება. როგორც მოგეხსენებათ ქალაქი გაგრა შავიზღვისპირა ქალაქია, ხოლო ს.კ. “გაგრა” ამ ქალაქის წარმომადგენელი.

გუნდს ასევე აქვს ახალი სლოგანი – Georgia United (საქართველო გაერთიანდა). ბევრი ახსნა არ სჭირდება ამ სლოგანს, ყველაფერი ნათქვამია. კლუბის არსი სწორედ ეს არის, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლა და ის, რომ იასპარეზოს ქალაქში, რომლის სახელსაც ატარებს და მეტიც, ოფიციალურად ამ ქალაქშია რეგისტრირებული.

ლოგოში კი თავმოყრილია ეს ყველაფერი. კლუბის ახალი ფერი – მუქი ლურჯი (ზღვისფერი), სიმბოლო G, სლოგანი – Georgia United, დაარსების წელი – 2004 და რა თქმა უნდა სახელი – FC GAGRA.

fcgagra.ge

თეგებიგაგრა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126426