თამაშგარე

10:20 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაროლინ დიასი - კაკას ახალი გულისსწორი

ბულვარული მედია კარგა ხანს იმის განსჯაში იყო, თუ ვის გამო მიატოვა ბრაზილიელმა ვეტერანმა მობურთალმა, რიკარდო კაკამ ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მისი მეუღლე, მოდელი კაროლინ სელიკო და ვინ შეძლო აწუკვე 35 წლის მოყრილი მრავლისმნახველი რიკარდოს გულის მოგება.

როგორც ჩანს, კაკას სახელ “კაროლინზე“ ერთგვარი “გაჭედვა“ აქვს, რადგან მის ამჟამინდელ გულისსწორსაც კაროლინი ქვია და ეს გახლავთ უშხვართესი ბრაზილიელი მოდელი, კაროლინ დიასი, რომელიც კაკასათვის ესოდენ მშობლიურ იტალიის ქალაქ მილანში კეკლუცობს და მოღვაწეობს.

როგორც “ყვითელი მოკალმეები“ ოხუნჯობენ, რიკარდო კაკა მილანში თავის დროზე სილვიო ბერლუსკონიმაც კი ვერ მიაბრუნა, მაგრამ ამ მშვენიერმა ასულმა ისე კოხტად დაუბრუნა “წარსულის ფესვებს“ - თქვენი მოწონებული. ახლა კი, მას შემდეგ, რაც კაკამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაწყვიტა, კაროლინისთვისაც მეტი დრო დარჩება. მე თქვენ გეტყვით და ასეთი ქალის შემხედვარეს, არ ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა...

0.121705