ისტორია

9:45 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

20 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1980 - დაიბადა ეშლი კოული. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ლონდონის “ჩელსის”, “რომას” მარცხენა მცველი. მანამდე ლონდონის “არსენალის” და “კრისტალ პალასის” ღირსებას იცავდა. “ჰაიბერიზე” მისი დებიუტი 1999 წლის 30 ნოემბერს შედგა, როდესაც “არსენალი” “მიდლსბროს” დაუპირისპირდა. მოგვიანებით, ეშლი კოული “კრისტალ პალასში” გაანათხოვრეს. მას შემდეგ, რაც ჩრდილოლონდონელებს ბრაზილიელი მცველი სილვინიო დაემტვრათ, კოული დაიბრუნეს და ეშლის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი აღარ დაუკარგავს. ეშლი კოულმა 2002 და 2004 წლებში პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 2002, 2003 და 2005 წლებში ”არსენალთან” ერთად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლა. ასევე “მეთოფეთა” მაისურით მოიგო Community Shield-ის გათამაშება (2002, 2004). “ჩელსისთან” ერთად, 2007 წელს დაეუფლა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასებს. 2012 წელს ინგლისის თასი “ჩელსისთან” ერთად მოიგო. 2010 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2012 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, 2013-ში დაეუფლა ევროპის ლიგის თასს. “არსენალისა” და “ჩელსის” რიგებში 2006 და 2008 წლებში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ეშლი კოულს დებიუტი 2001 წლის 28 მარტს ჰქონდა (ალბანეთთან). სულ ნაკრებში ჩაატარა 107 შეხვედრა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894 - კრიკეტში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებები. გამარჯვება ინგლისელებმა მოიპოვეს.

1945 - თბილისის “დინამომ” რუმინული ტურნეს მსვლელობისას, ქვეყნის დედაქალაქ ბუქარესტში, ადგილობრივ “იუვენტუსს” 10:5 მოუგო (პირველი ტაიმი 3:3 დასრულდა). ქართველთაგან გოლები გაიოზ ჯეჯელავამ (5), ვიქტორ პანიუკოვმა (3), ბორის პაიჭაძემ და ვიქტორ ბერეჟნოიმ გაიტანეს. ჯეჯელავას მიერ გატანილი 5 გოლი “დინამოს” რეკორდია საერთაშორისო მატჩებში. “დინამო”: შუდრა (სანაია), ფეხლევანიდი (სალდაძე), ფროლოვი, კიკნაძე, ჭელიძე, გაგუა, ჯეჯელავა, ღოღობერიძე, პაიჭაძე, ბერეჟნოი, პანიუკოვი. გუნდის უფროსი შოთა შავგულიძე იყო, მწვრთნელები – ჟორდანია და მინაევი, კაპიტანი პაიჭაძე.

1946 - “შუგარ” რეი რობინსონმა ქვესაშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ტომ ბელი ქულებით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში” ჩატარდა.

1966 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) “სიეტლ სუპერსონიკსი” დაუშვეს.

1972 - ლეგენდარულმა ჩრდილოეთ ირლანდიელმა ფორვარდმა, ჯორჯ ბესტმა ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე, განცხადება გააკეთა.

1973 - “მონრეალ კანადიენსის” მოთამაშე, ანრი რიშარმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) თავისი მე-1000-ე შაიბა გაიტანა.

1981 - დუგ სმოლმა (“ვინიპეგ ჯეთსი”) ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში შაიბის გატანა, ასპარეზობის მე-5-ე წამზე შეძლო.

1983 - “მონრეალ კანადიენსის” ფორვარდი, გი ლეფლერი მე-10-ე მოთამაშე გახდა, რომელმაც ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში, მე-500-ე შაიბის გატანა მოახერხა.

1983 - ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში, ”ნიუ იორკ აილენდერზმა” 1 შეხვედრაში გატანილი შაიბების რაოდენობით (11), კლუბის რეკორდი დაამყარა. ეს ფაქტი “პიტსბურგ პინგვინზთან” თამაშისას მოხდა.

1985 - ჰოკეის ეროვნული ლიგის მცველმა, დენის პოტვინმა “გოლი პლუს პასის” სისტემით, 916 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ უკანახაზელ ბობი ორის გადაასწრო.

1987 - დევისის თასის 76-ე გათამაშების ფინალში, შვეციის ეროვნულმა გუნდმა ინდოეთის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი გეტებორგში ჩატარდა.

1990 - მთვრალ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო, ინგლისის ნაკრებისა და “არსენალის” მცველი, ტონი ადამსი პოლიციამ გააჩერა და დროებით დაკავებულთა საკანში მოათავსა.

1991 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ტამპა ლაითნინგი” და “ოტავა სენატორზი” დაუშვეს.

2007 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუს ტოპმიოლერმა “კაიზერსლაუტერნის” სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა.

2008 - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ყრილობაზე ორგანიზაციის პრეზიდენტად მეორე ვადით “ლელოს” ყოფილი რედაქტორი არჩილ გოგელია აირჩიეს.

2009 - ჩინეთში მიმდინარე ქალ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთმა საფრანგეთს 25:22 სძლია და ზედიზედ მესამედ გახდა პლანეტის უძლიერესი გუნდი.

2010 - ალექს ფერგიუსონმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა. იგი 8881 დღის განმავლობაში ედგა სათავეში მანკუნიანელებს და მეტ ბასბის მიღწევა გააუმჯობესა.

ამ დღეს დაიბადნენ

1886 - ჰეიზელ ჰოჩკისი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის 3-გზის ჩემპიონი (1909, 1910, 1911).

1933 - რიკ ვან ლოი. ბელგიელი ველოსიპედისტი. ლოიმ 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1942 - რობერტ ჰეიესი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრსა და 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს 2 მედალი მოიპოვა.

1966 - ედ დე გუი. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, როტერდამის “სპარტასა” და “ფეიენოორდის”, ლონდონის “ჩელსის”, “სტოკ სიტის” გოლკიპერი. 1990-97 წლებში გამოდიოდა “ფეიენოორდში” და 8 სეზონის განმავლობაში, გუნდის მხოლოდ 8 მატჩი გამოტოვა. 1993 წელს გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, ხოლო 1991, 1992, 1994 და 1995 წლებში მოიპოვა ქვეყნის თასი. 1997 წლის ივნისში, ედ დე გუი 2 მილიონ 250 ათას გირვანქად “ჩელსიში” გადავიდა. 1998 წელს, ლონდონელებთან ერთად მოიპოვა ინგლისის ლიგისა და თასების მფლობელთა თასები, აგრეთვე, ევროპის სუპერთასი, ხოლო 2000 წელს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლა. 1999-2000 წლების სეზონში, დე გუიმ 29 “მშრალი” მატჩი ჩაატარა, რითიც “ჩელსის” რეკორდი დაამყარა. პრემიერლიგის შეხვედრებში “სტემფორდ ბრიჯელთა” შორის, დე გუიმ 179-ჯერ იასპარეზა და 71 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. მოგვიანებით, ჰოლანდიელმა გოლკიპერმა კარლო კუდიჩინისთან კონკურენციას ვერ გაუძლო და 2003 წელს, “სტოკ სიტიში” გადავიდა. ედ დე გუი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჰოლანდიელთა კარს ყველა მატჩში იცავდა, მათ შორის ბრაზილიასთან მეოთხედფინალში დაპირისპირებისას. 1998 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში, დე გუიმ ჩაატარა 31 შეხვედრა. საკლუბო დონეზე ჩაატარა 559 შეხვედრა. 1993 წელს დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1969 - ბობი ფილზი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების “კლივლენდ კავალიერსისა” და “შარლოტ ჰორნეთსის” მოთამაშე.

1970 - ტრევის გრინი. “ნიუ იორკ აილენდერზის” ცენტრფორვარდი.

1972 - იან კალუნი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1974 - ოგი ოჰედა. ამერიკელი ბეისბოლისტი. ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1978 - ანდრეი მარკოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრებისა და ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “მონრეალ კანადიენსის” მცველი.

1980 - ეშლი კოული. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ლონდონის “ჩელსის”, “რომას” მარცხენა მცველი. მანამდე ლონდონის “არსენალის” და “კრისტალ პალასის” ღირსებას იცავდა. “ჰაიბერიზე” მისი დებიუტი 1999 წლის 30 ნოემბერს შედგა, როდესაც “არსენალი” “მიდლსბროს” დაუპირისპირდა. მოგვიანებით, ეშლი კოული “კრისტალ პალასში” გაანათხოვრეს. მას შემდეგ, რაც ჩრდილოლონდონელებს ბრაზილიელი მცველი სილვინიო დაემტვრათ, კოული დაიბრუნეს და ეშლის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი აღარ დაუკარგავს. ეშლი კოულმა 2002 და 2004 წლებში პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 2002, 2003 და 2005 წლებში ”არსენალთან” ერთად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლა. ასევე “მეთოფეთა” მაისურით მოიგო Community Shield-ის გათამაშება (2002, 2004). “ჩელსისთან” ერთად, 2007 წელს დაეუფლა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასებს. 2012 წელს ინგლისის თასი “ჩელსისთან” ერთად მოიგო. 2010 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2012 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, 2013-ში დაეუფლა ევროპის ლიგის თასს. “არსენალისა” და “ჩელსის” რიგებში 2006 და 2008 წლებში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ეშლი კოულს დებიუტი 2001 წლის 28 მარტს ჰქონდა (ალბანეთთან). სულ ნაკრებში ჩაატარა 107 შეხვედრა.

1981 - როიალ აივი. “ატლანტა ჰოუკსის” გამთამაშებელი (189 სმ).

1981 - არტურ ჯონსონი. “დენვერ ნაგითსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (207 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალნენ

2006 - მადრიდის “რეალთან” მატჩზე დასასწრებად მიმავალი “რეკრეატივოს” ქომაგთა ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რომლის მძღოლსაც, ესპანური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჭესთან ჩაეძინა. ავტოკატასტროფას ოთხი მგზავრი (მათ შორის მძღოლიც) ემსხვერპლა, ხოლო 35 გულშემატკივარი დაშავდა.

0.117069