პოლონეთის ჩემპიონატის XXI ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, “ვისლას” შემტევი გიორგი მერებაშვილი და “პოგონის” მცველი ლაშა დვალი მოხვდნენ საუკეთესო 11-ეულში.
მერებაშვილის “ვისლამ” ლიდერი “ლეგია” სტუმრად (2:0) დაამარცხა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და პოლონეთის სახელოვან გუნდს არაერთი პრობლემა შეუქმნა.
რაც შეეხება დვალს – “პოგონმა”, რომელიც ბოლო ადგილზეა, შინ “არკა” (1:0) დაამარცხა და მასპინძლებმა გოლი რომ არ გაუშვეს, ლაშას დიდი წვლილი მიუძღვის.
აქვე გეტყვით, რომ მერებაშვილი ტურის სიმბოლურში მიმდინარე სეზონში მესამედ, ხოლო დვალი პირველად მოხვდა.