ფეხბურთი

19:23 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინმა კასილიასის რეკორდი დაამხო

“ბეტისის” ფეხბურთელმა ხოაკინ სანჩესმა იკერ კასილიასის შედეგი გააუმჯობესა. 36 წლის შემტევისთვის “მალაგასთან” შეხვედრა ლა ლიგაში 469-ე გამოდგა და ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა “რეალის” ყოფილი მეკარე, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში 468 თამაში აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ ხოაკინზე მეტჯერ ლა ლიგაში 21-ე საუკუნეში არავის უთამაშია. მისი დებიუტი 2000 წელს შედგა “ბეტისის” რიგებში. სევილიური გუნდის გარდა მას ასევე უთამაშია “ვალენსიაში”, “მალაგასა” და “ფიორენტინაში”. მშობლიურ გუნდს კი 2015 წელს დაუბრუნდა.

ხოაკინ სანჩესმა 469 შეხვედრაში 62 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118955