ფეხბურთი

18:25 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” იანვარში ექვს ფეხბურთელს გაყიდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” იანვრის სატრანსფერო პერიოდში 6 ფეხბურთელს დაემშვიდობება. As-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გადასცა იმ მოთამაშეთა სია, ვინც ზამთარში გუნდს დატოვებს.

მცველები მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, დელეი ბლინდი, აქსელ ტაუნზაბე, ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი და თავდამსხმელი ჯეიმს უილსონი პორტუგალიელის გეგმებში აღარ ჯდებიან.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თავად მოურინიომაც საჯაროდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა გაასხვისოს ფეხბურთელები თუ შესაფერისი წინადადებები იქნება.

მხითარიანს ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ მილანის “ინტერს”, სხვების შემთხვევაში კი ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ ვრცელდება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ამ დროისთვის პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ “სიტის” 11 ქულით ჩამორჩება, პარალელურად კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული.

0.128284