ფეხბურთი

16:44 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამო” – რეკორდსმენი დასწრების მხრივ

რუსულმა “ბიზნეს გაზეტამ” ის გუნდები ჩამოთვალა, რომელთა საშინაო სარბიელზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი დადიოდა. ეს ბოლო 50 წლის მონაცემებით. და ერთ სეზონში საშუალო დასწრებით თბილისის “დინამოს” სტადიონი პირველია! საუბარია ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებზე.

1977 წელს თბილისის “დინამოს” სტადიონზე ერთ მატჩში საშუალოდ 68 200 მაყურებელი მოდიოდა.

მეორეზეა კიევის “დინამო”, 1968 წელს საშუალოდ 61 503 მაყურებლით.

დასწრების მხრივ, ათეულში სეზონების მიხედვით სულ თბილისისა და კიევის დინამოელები არიან. ერთადერთი გამონაკლისი ერევნის “არარატია”. საჩემპიონო სეზონში, 1973 წელს, “არარატის” თამაშებს საშუალოდ 56 867 ადამიანი ესწრებოდა. ამ მხრივ, ერევნელები მეშვიდე ადგილზე არიან.

თუმცა თბილისის “დინამო” ამ მხრივ დომინანტია. რა თქმა უნდა, “ოქროს წლებში” (1976-1981) საუკეთესო დასწრება იყო, თუმცა 1984 წელსაც კი დინამოელთა თამაშებზე საშუალოდ 57 247 მაყურებელი მოდიოდა. იმ სეზონში “დინამო” მეშვიდეზე გავიდა.

დღეს კი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134923