ლონდონის “ჩელსიში” არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, შესაძლოა, კიდევ ერთი ფეხბურთელი სხვა კლუბში ვიხილოთ. ამჯერად საუბარი ბრაზილიელ მცველზე, დავიდ ლუისზეა. Daily Express-ის ინფორმაციით, 30 წლის მოთამაშემ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, დიდი შანსია, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ლურჯებიდან” “მეთოფეებში” გადაინაცვლოს.
მიმდინარე სეზონში დავიდი “არისტოკრატების” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ბრიტანული მედია ამას ანტონიო კონტესთან დაძაბული ურთიერთობით ხსნის.
ბრაზილიელი ფეხბურთელისათვის რამდენიმე კლუბი იბრძოლებს, მათ შორის “არსენალმა” უკვე გამოყო 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი და მის გადაბირებას ცდილობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მცველით “იუვენტუსი”, “ლაციო”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის “რეალიც” არიან დაინტერესებული. გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს ლუისი მოლაპარაკებებს “სამეფო კლუბთან” აწარმოებს.
დავიდ ლუისმა მიმდინარე სეზონში “ჩელსის” შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, კონტესთან კონფლიქტის გამო ლონდონური კლუბი დატოვა დიეგო კოშტამ, რომელიც დამდეგი წლიდან მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას დაიცავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაცარუნდა იყოს ლუიზი აღარ არის სასტავის კაცი და არც იმსახურებს მისი თამაშის შემხედვარე ცანცარა ვირი აგერ კრისტენსენი დგას მშვენივრად ამ ხუჭუჭა სლემ კიდე მოუსვას სადაც უნდა
მაგ ლოგიკაში კი გეთანხმები მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს კონტე დიდი ჩხუბისთავი და მეამბოხე სლეა
რა სჭირ კონტეს, მოთამაშეებთან კომფლიქტი, აბრამოვიჩთან კომფლიქტი?