ფეხბურთი

15:45 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფონდმა წარმოადგინა – ვის, რამდენი, რატომ

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბებისთვის პროგრამული დაფინანსების ანგარიში წარმოადგინა. ვის რამდენი და რატომ.

დაფინანსებაში შედის საბაზისო, სტიმულირება და პრემიალური.

ეროვნულ ლიგაში კლუბებმა ჯამში თითქმის 16 მილიონი ლარი მიიღეს. აქედან, საბაზისო დაფინანსება ყველასთვის 1 000 000 ლარია და ჯამში 10 000 000 გამოვიდა. ამას დაუმატეთ სტიმულირება და პრემიალურები თითოეულ ქულაზე. ასევე, გუნდებმა თანხა მიიღეს საქართველოს თასზე ეტაპების გავლის მიხედვით.

ეროვნულ ლიგა 2-ის კლუბებს ჯამში 9 113 188 ლარი ერგოთ.

ლიგა 3-ში 20 კლუბი იყო და მთლიანობაში 5 მილიონზე ცოტა მეტი მიიღეს. სხვათა შორის, ზედა ლიგაში გადასულებზე მეტი ერგო ხონის “იმერეთს”, რადგან საქართველოს თასის ნახევარფინალამდე მიაღწია.

რეგიონულ ლიგაში (რანგით მეოთხე) 40 კლუბი მონაწილეობდა და დაფინანსება ხუთჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ლიგა 3-ში.

მთლიანობაში, 80 კლუბზე დაახლოებით 33 000 000 ლარი დაიხარჯა.

ეს კარგი, მაგრამ მთავარია, როგორ გამოიყენებენ ამ თანხას კლუბები. გუშინ დავწერეთ ამ თემაზე სტატია

0.117307