სხვა

13:43 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

KIMBI.GE - რა არის კიმბი?

KIMBI გახლავთ მსოფლიოს 20 -მდე სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე, საერთაშორისო კომპანია 4finance -ს ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლის ოქტომბრის თვეში შემოვიდა.

აღნიშნული ბრენდი ხელმისაწვდომს ხდის სამომხმარებლო სესხებს ონლაინ რეჟიმში.

Kimbi.ge -ში გაიცემა 500 -დან 3 ათას ლარამდე სამომხმარებლო სესხები 3 -დან 24 თვემდე ვადით.

აქ სესხის საკომისიო გახლავთ 5,7%. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 99,9% -ია.

Kimbi -ს კრედიტის მისაღებად არ არის საჭირო: არც თავდები, არც თანამსესხებელი, არც გირაო და არც სესხის უზრუნველყოფა.

თანხას იღებთ რამდენიმე წუთში, მარტივი და ხანმოკლე ონლაინ პროცედურების გავლის შემდეგ, სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.

Kimbi -ს სერვისით სარგებლობა შეუძლია, ნებისმიერ პირს, რომელიც არის:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • არ არის 20 წლის ასაკზე უფრო ახალგაზრდა და 60 წლის ასაკზე უფრო ხნიერი;
  • აქვს პირადი საბანკო ანგარიში Kimbi -ს პარტნიორი ბანკებიდან ერთ -ერთში (kimbi -ს პარტნიორი ბანკები გახლავთ: თიბისი ბანკი, ტერა ბანკი და საქართველოს ბანკი)
  • შეუძლია სესხის დაფარვა.

Kimbi.ge -ში სესხის მისაღებად უნდა:

  • ეწვიოთ ვებგვერდს ge;
  • აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ოდენობის თანხა და სესხის დაფარვის დრო. შემდეგ დააჭიროთ ღილაკს „სესხის აღება“ და გაიაროთ რეგისტრაცია.
  • შეავსოთ პირადი ინფორმაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ველები (აუცილებელია, რომ მიუთითოთ ზუსტი მონაცემები)
  • მოახდინოთ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია, რისთვისაც საჭირო იქნება kimbi -ს საბანკო ანგარიშზე სიმბოლური 1 თეთრის გადმორიცხვა;
  • დაელოდოთ სესხის ონლაინ განაცხადის პასუხს, რომელსაც განაცხადის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში მიიღებთ.

სესხის დამტკიცების შემთხვევაში, თანხას მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

რაც შეეხება kimbi -ს კრედიტის დაფარვას. თქვენ საშუალება გაქვსთ დაფაროთ სესხი ეტაპობრივად და თანაც დაფარვის პერიოდს ირჩევთ თქვენ, თქვენი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით.

რატომ უნდა ავირჩიო Kimbi?

Kimbi.ge -ს არაერთი ღირსება გააჩნია და ამ ღირსებებს შორისაა:

  • სისწრაფე - თანხას იღებთ რამდენიმე წუთში
  • სიმარტივე - სესხის მისაღებად არ არის საჭირო რთული, დამღლელი და ხანგრძლივი პროცედურები.
  • ადვილი ხელმისაწვდომობა
  • სანდოობა
  • უსაფრთხოება - kimbi აღჭურვილია ყველა იმ მექანიზმით, რომელიც აუცილებელია როგორც მსესხებლის ასევე გამსესხებლის დასაზღვევად და დასაცავად.
  • მაღალი ხარისხის სერვისი და პროდუქტი
  • საერთაშორისო სტანდარტები - Kimbi, ისევე როგორც 4finance -ს ყველა სხვა ბრენდი, მაქსიმალურად არის მორგებული საერთაშორისო სტანდარტებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ბაზარზე kimbi -სა და მისი პროდუქტის შემოტანაზე ერთობლივად იმუშავეს მაღალკვალიფიციურმა ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა.

მათი მიზანი გახლდათ იმპლემენტაციის ისეთ დონეზე განხორციელება, რომ Kimbiმორგებული ყოფილიყო როგორც საერთაშორისო სტანდარტებს ასევე ქართულ კანონმდებლობასა და ქართველი მომხმარებლის სურვილებს.

Kimbi -ს მომსახურებით სარგებლობისას თქვენ მიხვდებით, რომ სამუშაო ჯგუფის მიზანი სრულად არის მიღწეული.

®

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17253