გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” ადრიატიკის ლიგაში ერთ-ერთ კონკურენტ “ციბონას” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში – 93:95 წააგო. 18 წლის ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 25:47 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება მოაგროვა.
ბითაძემ 8-დან 4 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. 4 მოგებითა და 8 მარცხით “მეგა ბემაქსი” ბოლოსწინა მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 25 დეკემბერს, შინ, ლიდერ ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” ჩაატარებს.
gbf.ge