ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გაბრაზდა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტ პატივისცემას იმსახურებს და მის ირგვლივ გავრცელებული ჭორები სამართლიანი არაა.
“ჩემი მომავლის შესახებ ყოველდღე ახალი ხმები ვრცელდება, მაგრამ ეს არაა სამართლიანი. ვფიქრობ, უფრო მეტი პატივისცემა დავიმსახურე. რაც გასულ სეზონში გავაკეთე, იგივეს ვაკეთებ ახლაც.
ყოველ კვირაში ვკითხულობ, რომ “ჩელსი” ამა თუ იმ მწვრთნელს დაუკავშირდა – ეს ჩემთვის არაა პრობლემა, მაგრამ შესაძლოა ფეხბურთელებს დისკომფორტი შეუქმნას ასეთმა ჭორებმა. კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი ფეხბურთელებისა და გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე ვფიქრობ”, - აღნიშნა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტის “ჩელსიდან” შესაძლო წასვლის შესახებ თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში იწერება. ბოლო ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი კარლო ანჩელოტის შეუთანხმდა და მას “სტემფროდ ბრიჯზე” დამდეგი წლის თებერვალში იახლებს.
რაც შეეხება კონტეს, “ჩელსი” 2016 წელს ჩაიბარა და პირველსავე სეზონში პრემიერლიგის მოგება მოახერხა.