ფეხბურთი

16:44 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი გადმოცემის უნარმა დააღალატა

საფრანგეთის ლიგ 1-ის ბოლო ტურში, “ნანტის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი უცნაური ქმედების გამო გააძევეს. უფრო სწორად თუ ვიტყვით, იტალიელმა მეოთხე მსაჯთან პროტესტი გამოხატა და ეს უცნაურად გააკეთა.

კლაუდიო სათადარიგო არბიტრთან მივიდა და მოედანზე მომხდარი ეპიზოდი, რომელსაც აპროტესტებდა, განასახიერა: მსაჯს თავზე ხელები წაავლო და ასე სცადა აეხსნა თავისი სიმართლე.

ბუნებრივია ეს მთავარ მსაჯს შეუმჩნეველი არ დარჩენია და იტალიელი მწვრთნელი უმალვე გასახდელის გზას გაუყენა. მატჩის შემდეგ 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“გამაძევეს, რადგან მეოთხე მსაჯთან უხეშად ვიმოქმედე. მინდოდა მისთვის მეჩვენებინა ის, რაც მოედანზე მოხდა, მაგრამ არ გამოვიდა. ვწუხვარ, ეს ჩემს კარიერაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათი მივიღე, ხოლო მთლიანობაში თუ არ ვცდები, მეორედ გამაძევეს”, - აღნიშნა რანიერიმ.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, “ნანტმა” “ანჟერი” 1:0 დაამარცხა და მეხუთე პოზიცია გაიმყარა.

0.112248