წონის მატება მოდელებისთვის და მსახიობებისთვის როგორი კოშმარიცაა - ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და სამოდელო ბიზნესში ჩართულ ლამაზმანებს ზედმეტი კოლოგრამების აკრეფას, ნამდვილად ურჩევნიათ, ნაშემოდგომარს, ეკლიან მინდორზე კენჭები ფეხშიშველებმა აგროვონ.
წონის მატების საფრთხეს როგორც ჩანს ვერც ცნობილი არგენტინელი მოდელი, ბელენ როდრიგესი გადაურჩა, რომელიც ბოლო თვეებია საზოგადოებას გულმოდგინედ ემალება და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ეს ჩვენი ბელენი ისე კოხტად ჩაკურატებულა, მისი მნახველი ლუარსაბ თათქარიძე აუცილებლად გადაწყლაპავდა სიამის ნერწყვებს.
თუ არ იცით შეგახსენებთ, რომ ბელენ როდრიგესი ადრე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, ხუან რომან რიკელმეს გულისსწორი იყო და ზანტმა ხუანმა ეს ქალი კინაღამ ცოლადაც მოიყვანა. ამის შემდეგ, სენიორიტა ბელენმა მრავალი ცნობილი ადამიანის გული დაიპყრო და სარეცელი ააჭრაჭუნა, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებას ვერადა ვერ ეღირსა. ახლა კიდევ ეს წონის მატებაც და....