პრიმერადივიზიონის მე-16 ტურში “ბარსელონა” – “დეპორტივოს” (4:0) შეხვედრის 70-ე წუთზე ლეო მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. ბოლო 12 წლის განმავლობაში მესი გახდა “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 11-მეტრიანი სამჯერ გააფუჭა.
მსგავსი შედეგი 2005 წელს “ბარსას” შემტევმა სამუელ ეტოომ დააფიქსირა.