ქართველმა ძიუდოისტებმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) 2017 წლის მასტერსი ოქროს მედლებით ჩაამთავრეს. სანქტ პეტერბურგში გამართული უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირის ფინალში ღვინიაშვილმა სამხრეთკორეელი მსოფლიოს ჩემპიონი (2015) დონგჰან გვაკი გააკრა ტატამს. ლიპარტელიანმა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს – ჰოლანდიელ მაიკლ კორელს სძლია ვაზარით. თუშიშვილმა კი მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგიანი მძიმეწონოსანი – დავიდ მოურა დასცა ბეჭებზე.
მასტერსის ქართველმა ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად 1800-1800 ქულაც გამოიმუშავეს. სულ კი საქართველოს ნაკრებმა სანქტ პეტერბურგში ხუთი მედალი მოიპოვა. გუშინ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) – მესამეზე.
ქართული გუნდი სეზონის დამაგვირგვინებელ შეჯიბრებაზე სულ ექვსკაციანი შემადგენლობით გამოვიდა და უმედლოდ მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) დარჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კიდევ ერთხელ დაუწვეს ჩვენ სასახელო დინამოს,მიეცით თასი რაღას აწვალებთ სხვა გუნდებს,ტფუიიი
ტვინი რომ ჰქონოდა ტორპედოს ხელმძღვანელობას არც სიჭინავა (ჯარიმას ნებისმიერი პოზიციიდან პენალტივით ასრულებს) და არც შინდაგორიძე არ იყო გუნდიდან გასაშვები "ბებრების" გუნდი მომავალ წელს რას აპირებს ნეტავ პენსიონერებით რომაა სავსე და ერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი რომ არ ჰყავს გუნდში
ბიჭო ამ თოთაძისთვის იქნებ გამოიძებნოს ნაკრებში ადგილი, ჯარიმებს მაინც დაარტყამდა.
თოთაძეეე
კარგიაა
მადლობა ელიგას და თქვენ, თუარა ტორპედოს საიტს ჯერ ღრმად ძინავს. ტორპედოს გულშემატკივარი ვარ და იმიტომ ვწერ. რა ვიცი, ნორმალური საიტი ჰქონდა კლუბს, ახლა თითქმის პარალიზებულია. 3 საათის დამთავრებულია ფოთში თამაში და მატჩის ანგარიში ჯერ არ წერია. რაც აუცილებელია საიტისთვის, აღარ კეთდება. გაქრა ტექსტური რეპორტაჟები, სტატისტიკური მონაცემები არსადაა, ეროვნული ლიგის ბომბარდირების სია ძველისძველია, გუნდის თამაშების კალენდარიც კი არ არის. ტორპედოს რეგიონის ლიგის და ასაკის გუნდები ხო საერთოდ იგნორირებულია. არც კალენდრებია, არც ცხრილები, არც მიმოხილვა და სტატისტიკა. რუსულად და ინგლისურად იდებოდა მასალები საიტზე და ესეც მოიშალა. უბრალოდ სირცხვილია,. ტორპედოს არ ეკადრება.
ეროვნული ჩემპიონატის გუნდების საიტები ყველა საშინელებაა დინამოს გარდა
ქარტული µჩµეპიონატის მცოდნეებო და ბალეშიკებო დგეს გორის დილა დინამოს რას ფიქრობტ რა დაჯდება დადება მიდა და რა დავდო ?
გაიხარეტ ბიჭებო ამ სიხარულისტვის რომელიც თქვენმა გამარჯვებამ მომცა.