შოტლანდიის პრემიერლიგაში გლაზგოს “სელტიკის” 69-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. თანაც, როგორი მწარე მარცხით – 0:4 სტუმრად ედინბურგში, “ჰართსთან”.
გოლები გაიტანეს მანუელ მილინკოვიჩმა (2), გარი კოკრეინმა და კაილ ლაფერტიმ. არადა, “ჰართსი” მაინცდამაინც ვერ გამოირჩევა შედეგიანი თამაშით. გუნდი მეხუთე ადგილზეა.
“სელტიკი” კი, ამ მარცხის მიუხედავად, მაინც ლიდერია, თუმცა წლეულს შარშანდელივით დამაჯერებელი ვერ არის: “აბერდინი” და “გლაზგო რეინჯერსიც” ახლოს არიან.