ფეხბურთი

2:41 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" შეაჩერეს, "ნაპოლი" სათავეში დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტური ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე ახალი ლიდერი ჰყავს. “ნაპოლიმ” ორი ტურის დაკარგული პირველი პოზიცია დაიბრუნა და დანარჩენებს ზემოდან გადმოხედა.

მაურიციო სარის გუნდი მხოლოდ “ინტერის” მარცხის შემთხვევაში გალიდერდებოდა და ასეც მოხდა – ლუჩანო სპალეტის “ნერაძური”, რომელიც აქამდე წაუგებლად მოვიდა, მოულოდნელად შინ “უდინეზესთან” დაეცა. თანაც, შეიძლება ითქვას, უშანსოდ. მასიმო ოდოს შეგირდები “ჯუზეპე მეაცაზე” მალევე დაწინაურდნენ, თუმცა “უდინეზეს” სიხარული არ შეერგო. 71 წამში ანტონიო კანდრევას გადაცემას მაურო იკარდი გამოეხმაურა და 1:1. ეს გამოდგა მასპინძელთა ერთადერთი ღირებული ეპიზოდი მთელ შეხვედრაში. მეორე ტაიმში კი უდინელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს. როდრიგო დე პაულმა პენალტით, ხოლო ანტონინ ბარაკმა ახლო მანძილიდან იხეირეს. “ინტერმა” სეზონში პირველად წააგო და ლიდერობა დაემშვიდობა. ეგ კი არა, კვირას “იუვენტუსი” თუ გაიმარჯვებს, მესამე ადგილზე ჩამოქვეითდება.

“ნაპოლიმ” ორმატჩიანი უგოლო და მოუგებელი სერია დაასრულა და თან, ლიდერობა დაიბრუნა. “აძური” “ტორინოს” ესტუმრა და თითქოს რთული შეხვედრა უნდა ჰქონოდა, მაგრამ უკვე ნახევარი საათის შემდეგ კომფორტული უპირატესობით იყო წინ – 3:0. ერთი გოლი მარეკ ჰამშიკმა გაიტანა. სლოვაკი ლეგენდარულ დიეგო არმანდო მარადონას დაეწია და ახლა ორივე 115 გოლით “ნაპოლის” ყველა დროის გოლეადორის წოდებას ინაწილებენ...

სკუდეტოს კიდევ ერთმა მაძიებელმა მოიგო – “რომამ” “კალიარის” უმასპინძლა და გვარიანი ოფლის ღვრა მოუწია, რომ სარდინიელები დაემარცხებინა. ეუსებიო დი ფრნაჩესკოს გუნდი კოლოსარულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა რად გინდა, გოლი არ ჩანდა. მეორე ტაიმის სტარტზე დიეგო პეროტიმ პენალტიც გააცუდა. თითქოს, შეხვედრა უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, “ჯალოროსიმ” სტანდარტის შესრულების უფლება რომ მოიპოვა და, ფედერიკო ფაციომ ცარიელ კარში გაიტანა. ასე მოიგო “რომამ” და “იუვეს” გაუტოლდა. იმ “იუვენტუსს”, რომელსაც შემდეგ ტურში ეთამაშება...

“ინტერი” – “უდინეზე” 1:3 (1:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 52 011

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი (კარამო 69); ვესინო (ედერი 78), ბორხა ვალერი; კანდრევა, ბროჟოვიჩი (გალიარდინი 54), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“უდინეზე” (3-5-1-1): ბიძარი; ლარსენი, დანილო, ნუიტინკი; ვიდმერი, ბარაკი, ფოფანა (ბეჰრამი 74), იანკტო, ალი ადნანი; დე პაული (ჰალფრედსონი 88); ლასანია (პერიკა 78)

მწვრთნელი: მასიმო ოდო

გოლები: 0:1 ლასანია (14), 1:1 იკარდი (15), 1:2 დე პაული (61, პენ), 1:3 ბარაკი (77)

გაფრთხილება: ვესინო (73) – ალი ადნანი (28), ნუიტინკი (43), ფოფანა (66), ვიდმერი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (9) – 8 (5) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 15:3 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ტორინო” – “ნაპოლი” 1:3 (0:3)

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 19 000

“ტორინო” (4-3-3): სირიგუ; დე სილვესტრი, ნ;კულუ, ბურდისო, მოლინარო; რინკონი, ვალდიფიორი (ლიაიჩი 46), ბაზელი; იაგო ფალკე (ედერა 78), ბელოტი, ბერენგერი (ნიანგი 65)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჟორჟინიო (დდიავარა 76), ჰამშიკი (როგი 83); კალეხონი, მერტენსი, ჟიელინსკი (ინსინიე 70)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 კულიბალი (4), 0:2 ჟიელინსკი (25), 0:3 ჰამშიკი (30), 1:3 ბელოტი (63)

გაფრთხილება: ბაზელი (38) – ალბიოლი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 10 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“რომა” – “კალიარი” 1:0 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 40 000

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; პელეგრინი (ელ შაარავი 72), დე როსი, ნაინგოლანი (სტროტმანი 80); შიკი (უნდერი 87), ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“კალიარი” (3-5-1-1): კრანიო; რომანია, ანდრეოლი, პისაჩენე; ვან დერ ვილი, იონიტა, ჩიგარინი, ბარელა (დეიოლა 72), პადოინი (ჩეპიტელი 90); ჟოაო პედრო (ფარიასი 59); პავოლეტი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლი: 1:0 ფაციო (90)

გაფრთხილება: პელეგრინი (40) – ჟოაო პედრო (27), ჩიგარინი (44), დეიოლა (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 2 (0) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13876