18 წლის არგენტინელმა ელიას პერეირამ ლეიკემიის დაავადებას სძლია და პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა: ქვეყნის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “სან ლორენსოსთან”.
ელიას პერეირას 2012 წელს დაუსვეს დიაგნოზი. იმ დროს 13 წლისა გახლდათ და აბა, ვის ეფეხბურთებოდა, მაგრამ მაინც დაბრუნდა და დღეს არათუ “სან ლორენსოს” წევრია, არამედ არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვიეს.
“ჩემი ცხოვრება იმ ფილმს ჰგავს, რომელსაც უიშვიათესი ბედნიერი დასასრული აქვს” – უთხრა 18 წლის პერეირამ Mundo deportivo-ს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია