ფეხბურთი

22:25 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე "ელ კლასიკოში" დაბრუნდება

კატალონიის “ბარსელონას” შემტევი უსმან დემბელე გამოჯანმრთელდა. როგორც გამოცემა Marca იტყობინება, 20 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და თამაშსაც მალე შეძლებს.

კერძოდ, ფრანგი თავდამსხმელის დაბრუნებას “ელ კლასიკოში” ელოდებიან. “რეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრა 23 დეკემბერს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.

უსმან დემბელე, რომელიც “ბარსას” გასულ ზაფხულს შეუერთდა, რამდენიმე თვეა ტრავმირებულია. ახალგაზრდა ფეხბურთელს სექტემბრიდან მოყოლებული არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164721