ფეხბურთი

0:30 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოლდო: “ბუფონზე ნაკლები არ ვიყავი, მაგრამ...”

მილანის “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე ფრანჩესკო ტოლდო ფიქრობს, რომ ჯანლუიჯი ბუფონთან კონკურენციის დროს უსამართლოდ დაიჩაგრა.

როგორც ტოლდო აღნიშნავს, იგი თავის დროზე “იუვენტუსის” კაპიტანზე დაბალი დონის მეკარე არ ყოფილა, მაგრამ იტალიის ნაკრებში ყოველთვის უშანსოდ იყო:

“ფეხბურთი იმ დროს სამართლიანი არ იყო – ძლიერებს უნდა ეთამაშათ. რა თქმა უნდა, ბუფონი დიდი მეკარეა, ნომერ პირველებს შორის, ნომერი პირველი, მაგრამ იმ წლებში არც მე ვიყავი მასზე ნაკლები”, - განაცხადა ტოლდომ.

ფრანჩესკო ტოლდომ იტალიის ნაკრების ღირსება მხოლოდ ევრო 2000-ზე დაიცვა და ისიც იმიტომ, რომ ტურინირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ბუფონმა ხელის თითი მოიტეხა და ევროფორუმი იძულებით გაუცდა. დანარჩენ შემთხვევებში ტოლდო “სკუადრა აძურაში” ბუფონის დუბლიორის როლში იმყოფებოდა.

0.126702