ფეხბურთი

17:30 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია პრემიერლიგის I წრის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს გამოცემა Sports.ru-მ დაუფასა კარგი გარჯა.

“ვედრან ჩორლუკას არყოფნაში საბა “ლოკომოტივის” დაცვის ლიდერი გახდა. იგი ძალიან მნიშვნელოვან ასრულებს სამცველიან ტაქტიკაში - ხშირად თანაგუნდელების დაზღვევა და მათი შეცდომების გამოსწორება უწევს. მიუხედავად იმისა, რომ მცველის სტატისტიკით შეფასება გამართლებული არაა, ეს მაჩვენებელიც ძალიან კარგი აქვს”, - წერს Sports.ru.

გარდა ამისა, ჩვენებური სეზონის სიმბოლურ ნაკრებში გამოცემა Whoscored.com-მაც შეიყვანა, რომელმაც კვირკველიას თამაში 7.3 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, “ლოკომოტივი” რუსეთის პრემიერლიგას 20 ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს და რვა ქულით უსწრებს მეორეადგილოსან “ზენიტს”. რაც შეეხება კვირკველიას, ყველა შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა – 2 გოლიც გაიტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხშირად ხვდებოდა.

0.150751