მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. როგორც Daily Record-ი იტყობინება, “არისტოკრატებს” სათავეში კარლო ანჩელოტი ჩაუდგება, რომელიც თანამემამულე ანტონიო კონტეს ჩაანაცვლებს.
წყაროს თანახმად, გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს კონტე “სტემფორდ ბრიჯს” დატოვებს. მიზეზად რომან აბრამოვიჩთან კონფლიქტიც სახელდება.
რაც შეეხება ანჩელოტის – იგი სექტემბერიდან მოყოლებული უმუშევარია. აღსანიშნავია, რომ აქამდე “პაპა კარლოს” იტალიის ნაკრებს უკავშირებდნენ, მაგრამ თავად იუარა და აღნიშნა, ჯერ მუშაობა საკლუბო დონეზე მსურსო.
თავის მხრივ “ჩელსი” და ანჩელოტი ერთმანეთს იცნობენ. იტალიელი ლონდონურ გუნდში 2009-2011 წლებში მუშაობდა და ერთ სეზონში დუბლიც შეასრულა.