ფეხბურთი

23:00 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ რამოსი, ინიესტა და სანჩესი მოითხოვა

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იანვრის სატრანსფერო პერიოდში სერხიო რამოსის, ანდრეს ინიესტასა და ალექს სანჩესის შეძენის სურვილი გამოთქვა. თუმცა, ხუმრობით.

სპალეტის თქმით, იგი “ნერაძურის” დღევანდელი შემადგენლობით კმაყოფილია:

“სატრანსფერი ბაზარი? – სამ სახელს ვიტყვი: დაცვაში სერხიო რამოსი მინდა, ნახევარდაცვაში ანდრეს ინიესტა, თავდასხმაში კი ალექსის სანჩესი. სიმართლე რომ ვთქვათ, ტრანსფერებზე საუბარი არაა მიზანშეწონილი. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს და თუ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ მათ უნდა ითამაშონ სეზონის ბოლომდე, ეს ასე იქნება, რადგან მე “ინტერის” ყველა ფეხბურთელი მჭირდება”, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ “ინტერი” სერია A-ს გათამაშებას 16 ტურის შემდეგ 40 ქულით ლიდერობს.

0.13676