ფეხბურთი

1:10 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსა “ლილიდან” დაითხოვეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “ლილმა” მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა პოსტიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

არგენტინელი მწვრთნელის სამსახურიდან დათხოვის მიზეზი “ლილის” წარუმატებელი შედეგები გახდა: 17 ტურის შემდეგ გუნდი მხოლოდ მე-18 პოზიციაზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება.

62 წლის მარსელო ბიელსამ “ლილი” გასულ ზაფხულს ჩაიბარა. იქამდე კი “მარსელის”, ბილბაოს, ჩილეს ნაკრების, არგენტინის ნაკრების, “ესპანიოლის”, “ველეს სარსფილდის”, “ამერიკას”, “ატლასისა” და “ნიულესის” მთავარი მწვრთნელად მუშაობდა.

0.139589