ფეხბურთი

22:15 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინფატინომ “ფენერბახჩე” ქვედა ლიგაში დაქვეითებისგან გადაარჩინა

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფატინიო სკანდალში გაეხვა. როგორც ფრანგული გამოცემა Le Monde იტყობინება, ინფატინომ 2011 წელს “ფენერბახჩე” თურქეთის სუპერლიგიდან დაქვეითებისგან გადაარჩინა.

კერძოდ, საქმე ეხება ჩაწყობილ თამაშებს, რის შედეგადაც “ფენერი” თურქეთის ჩემპიონი გახდა. გუნდს ბრალი რომ დამტკიცებოდა, ქვედა ლიგაში გაგდება ემუქრებოდა, ხოლო ყველაზე მცირე შემთხვევაში 12 ქულა ჩამოეჭრებოდა და ფინანსური სასჯელი დაეკისრებოდა.

გამოცემის ცნობით, მაშინდელ სკანდალში 16 გუნდისა და 90 ადამიანის სახელი ფიგურირებდა, მაგრამ ინფატინომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების შედეგად, სკანდალი არ გასაჯაროვა. იმხანად, ჯანი უეფას გენერალური მდივნის პოზიციაზე მუშაობდა.

0.124044