პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო გოლად, უეინ რუნის მიერ "ვესტ ჰემის" კარში გატანილი ბურთი დაასახელეს.
29 ნოემბერს "ევერტონმა" "გუდისონ პარკზე" "ვესტ ჰემი" გაანადგურა (4:0). მასპინძელთაგან ჰეთ-თრიკით გამოირჩა რუნი, რომელმაც მესამე გოლი საკუთარი ნახევრიდან გაუტანა ჯო ჰარტს და ნოემბრის საუკეთესო გოლად დამსახურებულად იქნა აღიარებული.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფორვარდმა მიმდინარე პრემიერლიგაში 15-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.