ფეხბურთი

19:00 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზადაა

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და “გენტის” 22-კაციან სიაშია. ეს 22 ფეხბურთელი ემზადება ბელგიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩისთვის, რომელიც 16 დეკემბერს შედგება ლიეჟის “სტანდარდთან”.

18 წლის ქართველ ნახევარმცველს კუნთის პრობლემა ჰქონდა და ნოემბერში სანაკრებო მატჩებიც გამოტოვა. ორი თვეა, რაც არ უთამაშია.

გიორგიმ “გენტის” დუბლებში თავი გამოიჩინა, კონკრეტულად ბელგიის იუპიერლიგაში კი, ერთხელ ითამაშა: “ბრიუგესთან” ბოლო ათი წუთი.

0.117701