“ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი ნოემბრის თვეში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. როგორც ინგლისის ჩემპიონატის ვებგვერდი იტყობინება, აფრიკელმა ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგს, დევინ დე ბრუინს, რობერტ ბრეიდის, ედენ აზარს, შკოდრან მუსტაფისა და ეშლი იანგს აჯობა.
ამრიგად, სალაჰი გახდა პირველი ეგვიპტელი, რომელსაც პრემიერლიგის თვის საუკეთესოს წოდება მიენიჭა.
მოჰემდ სალაჰმა ნოემბერში პრემიერლიგის ოთხ შეხვედრაში შვიდი გოლის გატანა მოახერხა.