ფეხბურთი

17:20 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა მუნდიალიდან ესპანეთის მოკვეთის საკითხს განიხილავს

ესპანეთის ეროვნული ნაკრები, შესაძლოა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთონ. El Pais-ის ინფორმაციით, ფიფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლება თუ ჩაერევა, “ფურია როხა” მუნდიალიდან მოიხსნება.

2017 წლის ივლისში კორუფციის ბრალდებით ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ანხელ მარია ვილარი დააპატიმრეს, ხოლო მისი ადგილი დროებით ხუან პადრონიმ დაიკავა. ვილარს ბრალად 45 მილიონი ევროს გაფლანგვა წაუყენეს და ფეხბურთში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალეს.

ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება და ფიფა პირინელებს აფრთხილებს, რომ არჩევნებში სახელისუფლებო უწყებების ჩარევა არ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანურ ფეხბურთს ეს ძვირად დაუჯდება.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ანალოგიურ სკანდალში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცი ევრო 2008-ის წინაც იყო, თუმცა მაშინ მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაც მოიგო.

0.065295