ფეხბურთი

23:20 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელის 10 წელი ფრაზებში

იტალიელი მარიო ბალოტელი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებზეც დიდი იმედი მყარდებოდა და რეალურად მართლაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ფეხბურთში დიდი კვალი დაეტოვებინათ.

თუმცა, “სუპერმარიო” ჭირვეული ხასიათით გამოირჩა და დღემდე ვერ შეძლო თავისი მაქსიმუმის ჩვენება. ბალოტელის კარიერამ “ინტერი”, “სიტი”, “მილანი”, “ლივერპული” დაიტია, ხოლო ამჟამად ფრანგულ “ნიცაში” აგორებს ბურთს. 27 წლის თავდამსხმელის პროფესიონალური დებიუტი ფეხბურთში ზუსტად 10 წლის წინ, 2007 წლის 16 დეკემბერს შედგა, როდესაც “ინტერი” იტალიის თასზე “კალიარის” ეთამაშებოდა.

ბალოტელის 10-წლიანმა გზამ საკმაოდ საინტერესოდ განვლო, მაგრამ იტალიელი მინდორზე არანაკლებ, მის მიღმა გამოირჩეოდა. წარმოგიდგენთ ბალოტელის ყველაზე უცნაურ და შეიძლება ითქვას სახალისო გამონათქვამებს:

“მე არ ვარ ცუდი ბიჭი, უბრალოდ მორცხვი ვარ და ინტერვიუების მიცემა ჩემთვის რთულია”.

“ცხოვრებაში არ გავაკეთებდი მხოლოდ ერთ რამეს: “ინტერის” მაისურს მიწაზე არ დავაგდებდი”.

“ვფიქრობ, ჩემი კარიერა 16 წლიდან დღემდე იმაში განსხვავდება, რასაც გაზეთები წერენ”.

“რატომ არ აღვნიშნავ გოლს ემოციურად? იმიტომ, რომ ჩემი საქმე სამუშაოა. ფოსტალიონი აღნიშნავს, როდესაც წერილს არიგებს?”

“არ ვბრაზობ, რადგან მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათი მივიღე, მაგრამ მათ ნახეს ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები”.

“ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩემზე ოდნავ წინაა, ეს მესია. დანარჩენები ჩემზე უკან იმყოფებიან”.

“როდესაც “ლუმეცანე” დავტოვე, მითხრეს, რომ ერთ წელიწადში “სან სიროზე” ვითამაშებდი. ამას მივაღწიე”.

მიმართვა რობერტო მანჩინის: “მისტერ რატომ ათამაშებ კრესპოს, თუ მე უფრო მეტი გოლი გამაქვს?”

“მე ვუთხარი კრიშტიანუ რონალდუს, რომ მასზე ძლიერი გავხდებოდი”.

“რატომ ყოველთვის მე?”

0.127473