ფეხბურთი

17:47 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: “მილანს” ჩემზე მორალური ძალადობა არ განუხორციელებია”

იტალიური “მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე კომენტარს აკეთებს. როგორც 18 წლის ფეხბურთელი აღნიშნავს, მასზე მორალური ძალადობა არავის განუხორციელებია და მისთვის მოულოდნელი იყო გულშემატკივართა რეაქცია.

“ეს იყო საშინელი საღამო, რომელსაც არ მოველოდი. არასდროს მითქვამს ან დამიწერია, რომ ჩემზე “მილანი” მორალურ ძალადობას ახორციელებდა. მიუხედავად ყველაფრისა, წინ ვიყურები და მომავალ თამაშზე ვფიქრობ... ფორცა “მილანი”!”, - დაწერა სოციალურ ქსელში ჯიჯომ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმას “ვერონასთან” შეხვედრაში გულშემატკივრებმა ბანერები გამოუფინეს, რომლის შინაარსიც ახალგაზრდა კიპერის მიმართ კრიტიკას შეიცავდა. იქამდე კი, გავრცელდა ცნობები, რომ იგი “როსონერიში” ხელფასით უკმაყოფილი გახლდათ და ამიტომ ამბობენ, რომ იგი გუნდს იანვარში დატოვებს.

0.116867