გიორგი ქვილითაია საკუთარი სტატისტიკით უკმაყოფილოა. მან ავსტრიული ბუნდესლიგის 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. გიორგი გაგებით ეკიდება კრიტიკას, რაც მის მიმართ ისმის.
“კრიტიკა ნორმალურია. როგორც ფანი, მეც ასევე უკმაყოფილო ვარ ჩემი სტატისტიკით. არც მახსოვს, ოდესმე ამდენი მატჩი ჩამეტარებინოს უგოლოდ. მესმის, რომ თავდამსხმელისთვის მთავარი გოლის გატანაა. ყველას აქვს ასეთი ეტაპი და მესმის, რომ ეს დიდხანს გამიგრძელდა. ერთი გოლი, შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს და შემდეგ კარგი სერია დავიწყო. კლუბში ყველასგან ვგრძნობ მხარდაჭერას, რაც მეხმარება” – ქვილითაიას კომენტარი ავსტრიულ Laola1-ზე წერია.