ფეხბურთი

14:02 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე უზბეკეთში საუკეთესოდ აღიარეს

უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე შოთა არველაძე აღიარეს საუკეთესო უცხოელ სპეციალისტად, რომელსაც უზბეკური ფეხბურთის განვითარებაში წვლილი შეაქვს.

როგორც “ფახთაქორის” პრესსამსახური იტყობინება, შოთა გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ეს ჯილდო მიიღო.

“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა. ამას ერთად მივაღწიეთ. ჩემთვის პატივია ასეთ ნომინაციაში საუკეთესოდ აღიარება, სადაც დიდი კონკურენცია იყო. მადლობა ყველას, ვინც საფეხბურთო კლუბ “ფახთაქორს” მხარს უჭერს. ვეცდებით, კიდევ უკეთესები გავხდეთ” - ციტირებს ქართველი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ვებგვერდი.

შოთა არველაძე “ფახთაქორს” მიმდინარე წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონატში სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

0.113766