ფეხბურთი

15:22 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი პულიშიჩია

ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი “დორტმუნდის” 19 წლის ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი გახდა.

პულიშიჩი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც აღნიშნული ტიტული მოიპოვა. აქამდე ყველაზე ახალგაზრდა ლენდონ დონოვანი იყო, რომელმაც ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული 21 წლის ასაკში მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში პულიშიჩმა 15 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ამერიკის შეერთებულ შტატების ნაკრების შემადგენლობაში კი 20 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

0.119324