თამაშგარე

11:29 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

აიდა მარტინესმა პერუსთვის გაიხადა (+VIDEO)

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ არგენტინელ და ბრაზილიელ “სიტყვის ქალებზე“, რომლებმაც დანაქადნები შეასრულეს და მათი მშობლიური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების წარმატების შემდეგ, ტიტლიკანად იპოზიორეს და ამით ჩვენი უბედური პლანეტის სრულიად სამამრეთს გულისა და სულის სათუთი სხივები შეურხიეს.

ახლა კიდე ერთ ხელიხელსაგოგმანებ “სიტყვის ქალზე“, პერუელ მოდელ აიდა მარტინესზე უნდა გიამბოთ, რომელმაც აღასრულა პირობა, მრავალთა ოცნება და პერუს საფეხბურთო ნაკრების რუსეთის მუნდიალზე გასვლისთანავე, აზღუდის შესაკრავს მოჰკიდა ხელი და არც ნიფხავ-პერანგის შემოძარცვა დავიწყებია.

აიდა მარტინესი როგორი თვალსაამო ვინმეცაა - ამას საკუთარი თვალითაც ხედავთ და თქვენ არ იცით, რაოდენ დიდი პერსპექტივები და მომავალი “ეჭყანება“ ამ გოგოს. ლათინური ამერიკის კონტინენტზე სადაც კი ფოტოსტუდიაში ფოტოკამერა გაჩხაკუნდება, აიდაც იქაა დარჭობილი და საწმერთულის შემოძარცვას იწყებს. იცის თავისი საქმე ამ ქალმა!

0.107868